Political Notes; Second Part of Tragedy
1921 წლის აპრილის დასაწყისში თბილისში გამომავალ გაზეთ "სოციალისტ-ფედერალისტში" რუბრიკით "პოლიტიკური შენიშვნები" გამოქვეყნდა კონსტანტინე გამსახურდიას წერილი: "ტრაგედიის მეორე ნაწილი", რომელიც რედაქციამ სადისკუსიოდ მიიჩნია. კონსტანტინე გამსახურდია შეეცადა რუსეთის წითელი არმიის მიერ საქართველოს ოკუპაცია მსოფლიო გეოპოლიტიკის კონტექსტში გაეაზრებინა. კონსტანტინე გამსახურდიას სტატია ასახავს საქართველოს გასაბჭოების პირველ დღეებში ქვეყანაში არსებულ განწყობას.