Some Aspects of Rehabilitation of Historical Town (Town Mtskheta)
In: Caucasus journal of social sciences, Band 3, Heft 1, S. 20-28
არქიტექტურულ-მოცულობითი და ქალაქგეგმარებითი პრობლემები, არქიტექტურული ძეგლებისა და ანსამბლების შენარჩუნება და დაცვა, წარმოადგენს თანამედროვე საზოგადოების განვითარების ერთერთ უმთავრეს ამოცანას.
ძველი ფონდის რეგენერაცია-რეაბლიტაციის აქტუალობის, ერთი მოტივი და მრავალი საშუალება არსებობს. მათ შორის არქიტექტორების მიერ არჩეულ იქნა კულტურული მემკვიდრეობის ზოგად ფასეულობათა დაცვა, რაც აქტუალურია საქართველოს მცირე ქალაქებისათვის.
ნაშრომში განხილულია ზოგიერთი ასპექტი ქალაქ-მუზეუმ მცხეთის მაგალითზე, ისტორიულ ქალაქებში ტურიზმის განვითარების ქალაქგეგმარებითი და ტიპოლოგიური პრობლემები, რომლებიც მჭიდროდ არიან დაკავშირებული ამ მცირე ქალაქების კულტურულ და სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებთან.
საქართველოს გააჩნია უნიკალური კულტურული, ისტორიული, ბუნებრივი და სხვა ყოველმხრივ განსაკუთრებული ხელ-საყრელი პირობები მრავალსახიანი ტურიზმისათვის.
ძველი ქალაქების ისტორიული უბნების გადარჩენისათვის განზოგადოებული რეკომენდაციები და წინადადებები, რომლებიც შეიმუშავეს პრაქტიკოსმა არქიტექტორებმა, შეიცავს მცირე ქალაქების განაშენიანებისა და ცალკეულ შენობათა სივრცობრვ-კომპოზიციურ ასპექტებს.გამოვლენილია აგრეთვე, ხელობასთან დაკავშირებული ძველი ხალხური ტრადიციის განვითარება.